Tuesday, June 21, 2016

დღე 9

დავასრულეთ ტრენინგი ძალიან კმაყოფილი მივდივარ სახლში უდიდესი და უღრმესი მადლოვბა ჩვენს ტრენერს ქალბატონ გვანცა სალიას, ყველაფერი კარგად აგვიხსნა, გვასწავლა ინტელის პროგრამა პროექტით სწავლება. თავიდან როცა დავიწყეთ მეგონა რთული, მაგრამ ბოლოში რომ ჩავედით საერთოდ არ მერთულა და გამიხარდა კიდეც რომ გავართვი თავი ადვილად.ჩემი მოლოდინები გამართლდა.


შეჯამება.დღეს შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგი,გავეცანი 8 მოდულს, ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად.ტრენინგმა მასწავლა პროექტის სწორად კეთება,რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობის დროს.

Monday, June 20, 2016

დღე 8
ნელ- ნელა ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება. ჩემი ცოდნა კი ღრმავდება.დღეს გავითავისე საფასილიტაციო მაგალითების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,  ავტვირთე დრაივზე  ჩვენი ნამუშევარი და შევცვალეთ ფონი, ვისწავლე თითოეულ საქაღალდეებში ინფორმაციის ჩაშენება, ვიყავი უფრო თვითმოტივირებული სხვა დღეებთან განსხვავებით.ვისწავლე როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს ორიენტირებულ სწავლების პროცესში,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, June 19, 2016

დღე 7

დღეს დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.გავეცანი შეფასების ბიბლიოთეკას.საუკეთესო საშუალება გარდნერის და ბლუმის მატრიცა. 

Saturday, June 18, 2016

დღე 3

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო არასოდეს არ მქონდა შეხება სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე.მე ვფიქრობ დამეხმარება კარგად  გაკვეთილის წარმართვაში და უკეთ ჩატარებაში


დღე 6

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო,თავი ვიგრძენი მოსწავლის ამპულაში.გავაკეთე ისეთი დავალებები რომელსაც მოსწავლეები ასრულებენ.გავიგეთ როგორ შეუძლია მოსწავლეს პრობლემის გადაჭრა და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონდომება სწავლის პროცესში.

Friday, June 17, 2016

დღე 5

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო საავტორო უფლებების შესახებ არ ვიცოდი არაფერი და გამარკვია ტრენერმა თუ როგორ უნდა მოვიქცე როცა მჭირდება ინტერნეტიდან მასალის მოძიება.შევისწავლე უკუკავშირი.ასევე ყველაზე მთავარი ჩემს მოსწავლეებს ჩავრთავ გაკვეთილის პროცესში ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებით. გავეცანი ჩატს ვიდეო ზარს და მიმოწერას.რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი

Sunday, June 5, 2016

დღე 4

დღევანდელი დღე დაეთმო დროში გაწელილ შეფასების რუბრიკას,გავეცანით5 მიზანს კარგად.თავიდან ძალიან რთული მეგონა მაგრამ ჩვენი ტრენერის წყალობით გამიმარტივდა.შეფასების რუბრიკა დამეხმარება პროექტის კარგად განხორციელებაში.